თემა: სიყვარული, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
ღმერთისთვის არაფერია სიყვარულზე სასურველი. არაფერი ისე არ ესათნოება უფალს, როგორც ადამიანის გული, რომელშიც მისდამი სიყვარული გიზგიზებს. სიყვარულის გარეშე ადამიანის ყველა ქმედება, რაც არ უნდა კეთილად გამოიყურებოდეს იგი გარეგნულად და თუნდაც დიდებულიც კი გვეჩვენებოდეს, არაფერს ნიშნავს უფლის თვალისთვის და ღმერთს სძულს იგი.