image

თემა: მადლი

სულიერი მდგომარეობა სამ რიგად იყოფა და მადლიც შესაბამისად მოქმედებს ადამიანში. ერთ მდგომარეობას ეწოდება განმწმენდელი, იგი ადამიანს განწმენდს. იგი კაცს სინანულად აღძრავს. იგი საიდუმლოდ აღასრულებს ყოველივეს. ეს მადლი, იმ შემთხვევაში თუ თავს აიძულებ, გარკვეული წლების მანძილზე რჩება შენთან. ხოლო თუკი ადამიანი შინაგან ლოცვაში წარემატა, იღებს სხვა მადლს, წინანდელისაგან ერთობ განსხვავებულს.
    პირველ მადლს, როგორც ვთქვით, გრძნობა-მოქმედება ჰქვია და იგი განმწმენდელია, რადგან მლოცველმა ღმრთაებრივი მოძრაობა -მოქმედება იგრძნო საკუთარ თავში.
    მეორეს განმანათლებელი ეწოდება. მისით იღებს ადამიანი ცოდნის ნათელს, აღიყვანება ღმერთის ჭვრეტაში. არა სინათლე, არა წარმოდგენები, არა ხატები; არამედ გონების გაცისკროვნება, გულისსიტყვათა სიწმინდე და მცნებათა სიღრმე. ეს რომ მოვიდეს, მლოცველს უნდა ჰქონდეს სრული მდუმარება და ჰყავდეს უხიბლო მოძღვარი.
    მესამე მდგომარეობა - მადლის მოფენა, მოველივე იმის შემდეგ, რაც იყო, სრულყოფილების მადლია, რომელიც უდიდესი ნიჭია
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები