ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: იესოს ლოცვა
ლოცვა შინაგანი მეტყველებით უნდა წარმოთქვა. და რადგან გონება თავიდან მიჩვეული არ არის ამას, ავიწყდება იგი. ამიტომ შენ მას წარმოთქვამ ხან ბაგით, ხან კი - გონებით. და ასე აკეთებ მანამ, სანამ გონება არ გაძღება და ლოცვა მოქმედებას არ დაიწყებს
მოქმედება კი იმას ჰქვია, რომ ლოცვის ჟამს სიხარულსა და მხიარულებას გრძნობ და განუწყვეტლივ მისი წარმოთქმა გსურს. მაშ ასე, როცა გონება ლოცვას მიიღებს და სიხარულად ექცევა, როგორც გწერ, მაშინ იგი დაუცადებლად წარმოითქმის შენში, შენი ძალისხმევის გარეშე. ამას გრძნობა-მოქმედება ეწოდება, რადგან მადლი ადამიანის სურვილისდა მიუხედავად მოქმედებს. იგი ჭამს, დადის, ძინავს, იღვიძებს, შიგნით კი განუწყვეტლივ ლოცვას ამბობს და სიხარულსა და მშვიდობას გრძნობს