ავტორი:
წმ. ამბროსი მედიოლანელი
თემა: მეგობრობა
მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? რა შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილობაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს?!