ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: სიმშვიდე
მთელი ძალ-ღონით ეცადე, რომ სულის მშვიდობა დაიცვა და კაცთაგან მომავალმა შეურაცხყოფამ არ შეგაშფოთოს. ამისათვის ყველანაირად უნდა ესწრაფო მრისხანების დაოკებას, გულისა და გონების დაცვას განუწყვეტელი განბნევისაგან...
სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია აგრეთვე როგორმე გაექცე კაცთა განკითხვას: არაგანკითხვით და მდუმარებით სულის მშვიდობას დაიცავ, ხოლო ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს საღმრთო გამოცხადებები ევლინება. იმისათვის, რომ არგანიკითხო, თვალყური უნდა ადენო საკუთარ თავს, არავისგან მიიღო გარეშე აზრები და ყველაფრის მიმართ გაუცხოვდე. უფრო ხშირად უნდა განმარტოვდე საკუთარ თავთან და იკითხო: სადა ვარ?