თემა: მაღალი და დაბალი წოდება
ყოველგვარი წოდებისა და განათლების - დიდისა თუ მცირეს მქონე ადამიანები, ზუსტად და გულმოდგინედ უნდა აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის, ასევე უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ზნეობრივი განვითარებისა და სრულყოფისათვის. მაგრამ ეს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანთა ვალია, მათი გავლენის ფართო სპექტრიდან გამომდინარე, რასაც მათი ცხოვრება და საქციელი ახდენს წოდებით და მდგომარეობით მათზე დაქვემდებარებულ ადამიანთა მასაზე.