ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ვერცხლისმოყვარება
სწავლა ნე. ვეცხლის-მოყვარებისათვისვე.
ვინაიგან უკვე იუდასთვის გვასმიეს, ვისწრაფოთ ჩვენცა, ძმანო, განფრთხობად და მღვიძარე ყოფად მარადის: რამეთუ, უკეთუ რომელი იგი წმიდასა მას მოციქულთა კრებულთა შინა იყოფოდა, ესოდენნი ნიჭნი მოეხვნეს უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იყო ათთორმეტთაგანი, რომელნი წარავლინნა იესო მკვდართა აღდგინებადდა კეთროვანთა განწმედად.
ვინათგან უკვე ესე ვითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ვეცხლის-მოყვარებისათა, და მოძღვარი თვისი განჰყიდა, და არა რას სარგებელ ეყვნეს მას ქველის მოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაი მისი, და არცა დაბანაი იგი ფერხთა, არცა ზიარება იგი ტაბლისა მისისა, არცა ტვირთვა იგი გვადრუცისა, არამედ უფროსად დასასჯელ ექმნა მას ესე ყოველი. ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა შევიშინოთ ჩვენცა, ნუ უკვე მივემსგავსნეთ იუდას ვეცხლის-მოყვარებითა, დაღაცათუ ქრისტეს არა განვჰყიდით. არამედ, რაჟამს ვიხილოთ გლახაკი სიყმილითა მომწყდარი, ანუ სიცივით შეჭირვებული და სიკვდილად მიახლებული და შეურაცხ-ვჰყოთ იგი, მითვე სასჯელითა დავისაჯებით. და კვალად ოდეს უღირსებით მივუხდეთ ზიარებად, წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, ესრეთ წარვსწყმდებით, ვითარცა ქრისტეს მკვლელნი. და კვალად, რაჟამს მოვიტაცებდეთ და ვაჭირვებდეთ ქვრივთა და ობოლთა, ფრიადსა სასჯელსა მოვაწევთ თავთა ზედა ჩვენთა და სამართლადცა.
ვიდრემდის შევუპყრიეთ ჩვენ ტრფიალებასა ვეცხლის-მოყვარებისასა? ვიდრემდის შემსჭვალულ ვართ ამაოებისადა? ვიდრემდის არა მივხედავთ საქმეთა მათ ზეცისათა? არა განვიფრთხობთ, არცა განვიღვიძებთ საქმეთა ამათგან ქვეყანისათა? მოვიხსენოთ უწინარეს ჩვენსა განმდიდრებულნი იგი: არა ყოველივე დიდება მათი სიზმარ იქმნა? არა ზღაპარ და ამბავ ოქმნა ყოველივე, ვითარმედ იგი ვინმე განმდიდრდაო, და აწ სადა არს სიმდიდრე მისი? წარსწყმდა და განიხრწნა და ცოდვანი იგი, რომელნი მას სიმდიდრისა მიერ ექმნეს, ქგიან და ცოდვათა მისთათვის სატანჯველი არს. უფროსად, დაღაცა თუმცა არცა სატანჯველი, არცა სასუფეველი წინა მდებარე იყო, არამედ ბუნებისა მისგან ნათესავისა ჩვენისა სირცხვილი ჯერ იყო, რომელ არიან გლახაკნი. ხოლო აწ ჩვენგანნი მრავალნი ძაღლთა და ქორთა, და ავაზათა, (ვეფხვსა ჰგავს, მცირეა) და სხვათა თითო სახეთა მხეცთა ზრდიან და კაცთა გლახაკთა შეურაცხ-ჰყოფენ, შიმშილითა შეჭირვებულთა, რომელ არს ქრისტე. გულის-ხმა-ჰყავ, ჰოი კაცო, ვეცხლის-მოყვარეო, ვითარმედ მაშინ ფრიად გევნოს, რაჟამს შემასმენელ შენდა იყვნენ გლახაკნი დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ შენ ოქროთა შემოსილ ხარ, და გლახაკსა, რომელ არს ქრისტე, არცა მცირე სამოსელი აქვს. შენ სანოვაგისა სიმრავლითა განსქდები და ქრისტე მშიერი მიმოვალს. ნუ ძმანო, ნუ ესრეთ უგულისხმო ვართ. არამედ ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკსა ზედა, რომელთა ქრისტე მიითვალავს და მოვეკიდნეთ სასოებასა მას მერმისა მის საუკუნესასა. ბერნი ვგონებდეთ, ვითარმედ აჰა ესერა მოახლებულ არს სიკვდილი, ჭაბუკნი ვგონებდეთ, ვითარმედ უცნაურ არს ჟამი სიკვდილისა და ვითარცა მპარავი ღამით ესრეთ მოიწიოს დღე იგი სიკვდილისა.
ამისთვის უკვე გევედრები, ძმანო, ვეკრძალნეთ ყოველნი და ვისწრაფდეთ შეურაცხყოფად წარმავალთა ამათ და წარუალთა მათ ზეცისათა ვეძიებდეთ, რათა ღირს-ვიქმნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი