image

თემა: შური


სწავლა ნთ. თავი კ. შურისათვის.

იხილეთ უკვე, ძმანო, ვითარ ბოროტ არს შური და ვითარ თვალთა დაუბრმობს მის მიერ ძლეულთა, რამეთუ, ვითარცა განცოფებულნი, მრავალ გზის თავთა თვისთა მოიკვლენ, ეგრეთვე მოშურნე თვისსა ცხოვრებასა წარსწყმედს. კაცი მოშურნე უბოროტეს მხეცისა არს: რამეთუ მხეცნი ბოროტისა წილ მიაგებენ ბოროტსა, ხოლო მოშურნე კეთილისა წილ იქმს, ბოროტსა. და ესრეთ მხეცთაცა უძვირეს არს და სწორ ეშმაკთა. და ნუ უკვე ეშმაკთაცა უძვირეს? რამეთუ მათ ჩვენდა მომართ დაუგებელი (განუწყვეტელი ბრძოლა აქვს), ხოლო ურთიერთარს არა იბრძვიან. არამედ მოშურნე არა ერიდების ზიარებასა ბუნებისასა (მოყვსის ბრძოლას არ ერიდება). და არა აქვს სიტყვაი ამის ბოროტისა მოქმედსა. რამეთუ წუხილი გვიხმს ჩვენთა ბოროტთათვის და არა სხვისა კეთილისათვის. მეძავსა აქვს მიზეზად გულის-თქმაი, და მპარავსა - სიგლახაკე, და კაცის მკვლელსა - გულის-წყრომაი. დაღაცათუ ცუდ არიან მიზეზნი ესე, გარნა არიან რაიმე მიზეზ, ხოლო შენ, ჰოი მოშურნეო, მითხარ, თუ რომელ მიზეზ ჰსთქვა? არცა ერთი რა მიზეზი გაქვს, გარნა უკეთურებისა სიმრავლე. რამეთუ უკეთუ მტერთაცა სიყვარული ბრძანებულ არს ჩვენდა, ხოლო რაჟამს მოყვარენიცა გვძულდენ, რაი სიტყვა მივუგოთ? და ვითაცა უფალი იტყვის: "რომელი ეგობართა ოდენ ჰყვარობდეს, არა რათ უმჯობეს არს წარმართთასა". მაშა რომელი კეთილის-მყოფელთაცა ბოროტსა უყოფდეს, რომელი სასჯელი მიიღოს მან?ესე ვნება შურისასიძვისაცა უძვირეს არს და მრუშებისა. რამეთუ იგი მოქმედსა მისსა თანა ოდენ ჰგიეს, ხოლო შურისა სიბოროტემან ეკლესიანი დიდნი დააქცივნა და სოფელი განხრწნა; შურისა მიერ მოჰკლა კაემნა აბელი, შურისა მიერ ეძიებდა მოკვლად ესავ იაკობს, შურისა მიერ განჰყიდეს იოსებ ძმათა, შურისა მიერ ჰბრძავს ეშმაკი კაცთა ყოველთა. და ყოვლისა უძვირესი ესე არს, რომელ ცოდვა ესე ბოროტი მსუბუქად შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმეს არს. დაღაცათუ იტყვი, ჰოი მოშურნეო, თუ მე არა მოვჰკლავ, არცა განვჰყიდი ძმასა ჩემსა, გარნა უკეთუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოება მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებრძვი, რომელსა იგი ჰმონებს. არამედ იხილე, ვითარ უბოროტეს არს სიძვისაცა, რამეთუ ისიძვა ვინმე კორინთესა შინა და შერისხეს მას და მოიქცა სინანულად. ხოლო ეშურებოდა აბელს კაინი და არა მიიღო კურნება, არამედ ღმერთი ზედას ზედა ეტყოდა, და იგი უმეტესად განძვინდებოდა. ესრეთ უმძიემეს არს შური და ძნიად საკურნებელ, უკეთუ არა ვისწრაფოთ სრულიად ძირითურთ აღმოფხვრადმისა. ხოლო აღმოვფხვრათ ესრეთ, უკეთუ ვიგონებდეთ, ვითარმედ განვარისხებთ ღმერთსა, უკეთუ ვეშურებოდეთ მოყუსისა კეთილსა. ხოლო ეგრეთვე დავატკბობთ ღმერთსა ჩვენზედა, უკეთუ ვიხარებდეთ კეთილსა ზედა მოყვსისასა. ამისთვის პავლე გვამცნებს სიხარულსა მოხარულთა თანა, და ტირილსა მტირალთა თანა, რათა ორ კერძოვე დიდ ვიქმნეთ სულითა. დაღაცათუ ჩვენ არა დავშვრეთ, თანა ზიარ შურისა (ბაძვისა) მათისა ვიქმნებით, რომელთათვის გვიხაროდეს.
    ესრეთ უკვე ვიღვაწოთ, ძმანო, აღმოფხვრად ჩენგან შურისა, რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები