ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მრისხანება
სწავლა ნჱ. მრისხანებისათვისვე.
ვისწაოთ უკვე ძნამო უფლისა მიერ, სახიერება და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ესრეთ ვისწაოთ და აღვირ ვახსნეთ ყოველსავე უკეთურებასა, უკეთუ ვინ ამაღლდეს ჩვენზედა, ხოლო ჩვენ დავმდაბლდეთ, და ნუ შურის მეძიებელ ვართ, და ნუცა მოვკლავთ სულთა ჩვენთა. რამეთუ მრისხანება მხეცი არს, მხეცი ბოროტი და ფიცხელი. ვეტყოდეთ უკვე თავთა ჩვენთა, ჟამსა მას რისხვისასასიტყვათა მათ წერილისათა, ვითარმედ: "მიწა ხარ და ნაცარი" და კვალად ვითარმედ წამი იგი გულის-წყრომისა მისისა დაცემა მისდა. და კვალად კაცი მრისხანე უშვერ არს, რამეთუ არა რაი არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშვერეს. ხოლო უკეთუ პირისა უუშვერეს არა რაი არს, სულისა განრისხებულისა უუშვერეს რაიმე იყოს? რამეთუ, ვითარცა სკორესა რა ურევნ, ვინ უფროსად აღიძრის სუნი სიმყრალისა მისისა? ეგრეთვე სული, გულისწყრომის მიერ რა შეშფოთებულ არნ, და ზამთარი ფრიადი არნ შორის მისსა. ანუ იტყვი, თუ ვერ თავს ვიდებო, რაჟამს სხვა მაგინებდეს. გარნა რაისათვის ვერ თავს იდებ? რამეთუ უკეთუ ჭეშმარიტსა გეტყვი სიტყვათა მათ გინებისათა, თვით მისსა მირველცა თანა გაძს უფროსად ბრალობაი თავისა შენისა. ხოლო უკეთუ კულა სტყუის, ნუ განრისხნები, არამედ უფროსად ეცინოდე, და სულთ-ითქვენ მისთვის, რამეთუ, "რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს გეენიასა", რამეთუ, რაჟამს გაგინოს, გულის-ხმა-ჰყავ სატანჯველი იგი, რომელსა შინა შესვლვად არს რისხვისა მისთვის და გინებისა, და ნუ ოდენ რისხვასა დააყენებ, არამედ ცრემლნიცა დასთხიენ მისთვის. რამეთუ სნეულისაცა მიმართ, გინა მოწყლულისა არავინ განრისხნების, არამედ უფროსღა ეწყალოს იგი. და სულიცა განრისხებული ესრეთ არს, დაღაცა თუ ბოროტის ყოფა მისი გნებავს, დადუმენ და ესრეთ უწყოდე, ვითარმედ მოგიწყლავს იგი ძლიერად, უკეთუ კულა გინება გინებასა ზედა დართო, უფროსად ცეცხლსა მას აღატყინებ. ნუ იტყვი, ვითარმედ უკეთუ დავიდუმო, მუნ მყოფნი ყოველნი უძლურებასა დამწამებენ. გარნა გულის-ხმა-ჰყავ, ვითარმედ არა უძლურებასა, არამედ სიბრძნესა ფრიადსა იტყვიან შენთვის და განკვირვებულ იქმნებიან. უკეთუ კულა იგინო რა, განრისხნო და აგინო შენცა, მაშინ დაამტკიცებ შენ თვით, ვითარმედ უგუნურ ხარ შენ, და ვითარმედ სიტყვანი იგი გინებისანი რომელნი მან გრქვა, ჭეშმარიტ არიან, რამეთუ უკეუმცა არა ჭეშმარიტ იყვნეს, რადმცა განრისხენ? რამეთუ მდიდარსა უკეთუ ვინ ჰრქვას, თუ გლახაკ ხარ, რად არა განრისხნების? არამედ უფროსაც ეცინის, ამისთვის, რამეთუ იცის, ვითარმედ არა გლახაკ არს. აწ უკეთუ ჩვენცა ვიგინეთ რა, ვიცინოდეთ გინებასა მას ზედა, დავამტკიცებთ, ვითარმედ არა რაი იპოების ჩვენთანა სიტყვათა მათგანი. და კვალად, დაღაცათუ ესე არა ესრეთ არს, ჩვენ ვიდრემდის გვეშინის სიტყვათაგან კაცთასა? ვიდრემდის შეურაცხ-ვჰყოფთმეუფესა მას ყოველთასა, და შემსჭვალულ ვართ ქვეყანისადა. რამეთუ, ვინათგან არს ჩვენთანა შური და ხდომაი და განწვალებანი, არა ხორციელ ვართა? ვიქმნეთ უკვე სულიერ და აღვირ ვასხნეთ ბოროტსა მას მხეცსა მრისხანებისასა. რამეთუ არა რაი არს განყოფილება მრისხანებისა და სიცოფისა, არამედ ეშმაკი არს მძვინვარე და უფროსად ეშმაკეულისა უარეს ჰყოფს კაცსა. რამეთუ ეშმაკეული საწყალობელ არს, ხოლო მრისხანე ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს. რამეთუ ნებსით შთააგდებს თავსა თვისსა მთხრებლსა მას წარწყმედისასა და, უწინარეს საუკუნოსა მის გეენიისა, აქავე დასჯილ არს. რამეთუ ამბოხებასა და შფოთსა ბოროტსა, ღამე და დღე მოაწევს თვალთა ზედა სულიერთა. აწ, უკვე, ძმანო, განვსდევნოთ ჩვენგან ბოროტი ესე ვნებაი მრისხანებისა, და ვაჩვენოთ ყოვლით კერძოვე სიმშვიდე, რათა ამასცა საწუთოსა ვახსნნეთ თავნი ჩვენნი ბოოტისაგან და მას საუკუნესა სატანჯველთა მათგან მწარეთა განვერნეთ და ვჰპოვოთ აქაცა განსვენება სულისა და მერმეცა მასცა საუკუნესა, სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი