image

თემა: მრისხანება


სწავლა ნზ. მრისხანებისათვისვე.

ჭეშმარიტისა ქრისტიანისა ჯერ არა, ძმანო ჩემნო, ბრწყინვალე ყოფად სოფელსა შინა და ყოველსავე საქმესა სიმშვიდით საცნაურ: სლვისაგან და ხედვისა, სახისაგან და ხმისა, ჯდომისაგან და დგომისა, რათა ყოველსავე შინა ქრისტეს მიერი სიმშვიდე ბრწყინვიდეს. ხოლო, უკეთუ განრისხნები, და მხეცთა ბოროტთა მიემსგავსები: ჰბრდღვინავ ვითარცა კურო (ბუღა ხარი, დაუკოდავი), ხუვივი (ხვიხვინებ ხურვებით) - ვითარცა ცხენი, დედათა ზედა ნაყროვნებ - ვითარცა დათვი, განსუქნები - ვითარცა ღორი, მოიხსენებ ძვირსა - ვითარცა აქლემი, იტაცებ - ვითარცა მგელი, უცემ (ჰკბენ) კაცსა - ვითარცა გველი, გესლსა ჰსთხევ - ვითარცა ღრიანკალი, განრისხნები - ვითარცა ვეშაპი, იცავ გესლსა - ვითარცა ასპიტი, ჰსძულობ კაცსა - ვითარცა ფოცხვერი, ემტერები - ვითარცა ეშმაკი. ესე ყოველი თითოეული მხეცსა ჰქონან ბუნებით, ხოლო შენ უძვირეს ყოველთასა იქმნები, - და ვითარ გეწოდოს შენ ქრისტეანე, ამათ ესე ვითართა მოქმედსა? არამედ ნუმცა ვინ არს თქვენგანი ესრეთ, ჰოი ძმანო! უფროსღა მოვიგოთ სიმშვიდე, სახე ჭეშმარიტებისა, რათა დავიმკვიდროთ ქვეყანა იგი მშვიდთა, რამეთუ იტყვის: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა", რომელსა შინა ღირსმცა ვართ ყოველნი განსვენებად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები