image

თემა: მრისხანება


სწავლა ნვ. თავი ით. მრისხანებისათვის.

ძმანო ჩემნო, ჯერ არს ჩვენდა განშორებაი მრისხანებისაგან და ვეცხლის-მოყვარებისა, რომელი იგი მიზეზი არს მრისხანებისა. რამეთუ რისხვა ვნება არს ბოროტი. მრავალ ღონე დამაბნელებელი სულისა, და უშვერ-მყოფელი ხორცთა. ამისთვის ჯერ არს, რათა ყოვლით კერძო ვეკრძალნეთ რისხვასა. რამეთუ ბოროტ არს, უკეთუ მხეცთა დამშვიდებაი ძალ-გვედვას და გონებასა ჩვენსა განმხეცებულსა უგულებელს-ვჰყოფდეთ. რამეთუ გულის-წყრომა ცეცხლი არს შემწველი სულისა და მავნებელი ხორცთა, უშვერ-მყოფელი; და უკეთუმცა მრისხანესა ჟამსა რისხვისასა ძალ-ედვა თავისა თვისისა ცნობაი, თუ ვითარი არს, არამცა სახმარ იყო სხვათა სწავლაი, - რამეთუ არა რაი არს უუშვერეს მრისხანებისა, და უფროს მთვრალობისა უბოროტეს და ეშმაკეულისა უძვირეს
    არამედ მოვიწყვიდოთ, ძმანო, ჩვენგან რისხვა და ხმა-მაღლობა სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა, და ჟამსა განრისხებისასა მოვიხსენებდეთ ცოდვათა ჩვენთა. და რაჟამს მონასა შენსა რისხვიდე და პეროდე, (ქაფსა ჰყრიდე პირიდან) და იგი ჰსდგეს მდუმრიად და ბრძნად, იგი კმაიყავნ შენდა სწავლად. დაღაცათუ მონა არს, არამედ კაცი არს და სული აქვს უკვდავი, და იგივე ნიჭნი ჰქონან ღვთისაგან, ვითარ ეგე შენ. და უკეთუ რომელი იგი სულიერითა პატივითა სწორ ჩვენდა არს და ხორციელის ამის და არა რაისა ხელმწიფებისათვის - ესრეთ სიმშვიდით თავს ისხამს სიტყვათა ჩვენთა, - ხოლო ჩვენ, რომელი სიტყვა მივუგოთ ღმერთსა, რაჟამს შიშისა მისთვის ესრეთ არა აღვირ ვისხმიდეთ გონებათა ჩვენთა, ვითარ იგი მონანი ჩვენთვის? ამას ყოველსა გულის-ხმა-ვჰყოფდეთ და ცოდვათა ჩვენთა ვიხსენებდეთ, და ბოროტისა ამის მრისხანებისა ვნებისაგან განვეშორნეთ და ქრისტეს მიერი სიმშვიდე შევიმოსოთ, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები