ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: შური
სწავლა ჲ. შურისათვისვე.
ბოროტ არს შური და ორგულებითა სავსე. შურმან აღავსო სოფელი ბევრეულითა ბოროტითა: შურის მიერ არიან კაცის კლვანი, ვეცხლის-მოყვარებანი, ცუდად მზვაობრობანი. შურისა მიერ არიან ავაზაკობანი და მპარავობანი. შურისა მიერ ევნო ფრიადი იგი ვნება ნათესავსა ჩვენსა. რომელიცა ბოროტი იხილო, შურისაგან ნაშობი არს. აჰა ესერა ეკლესიათაცა მოიწია და მრავალნი ბოროტნი ჰქმნნა. შურისა სენმან, შვა ვეცხლის-მოყვარება, შურმან ყოველივე ზედაი ქვე ჰქმნა, შურმან დაამხვა სიმართლე, შურმან - აზნაურნი მონა ჰყვნა. ამისთვის გასწავებ მარადღე და არა რაი იქმნების სარგებელი. მხეცთა უძვირეს ვიქმნებით, ობოლთასა მოვიტაცებთ, ქვრივთა ვავნებთ, გლახაკთა ვაჭირვებთ, ვაებაი ვაებასა ზედა გვიქმნიეს! ვაიმე, რამეთუ წარწყმდა ღვთის მოშიში ქვეყანით და ჯერ არს გლოვაი, რამეთუ ვერცა რაი ლოცვითა ვჰქმენით და ვერცა ჰსწავლითა! აწ ტირილი ოდენ გვიხმს, ვითარცა ჰყო ქრისტემან, რაჟამს ფრიადი ასწავა იერუსალიმელთა. და ვითარცა არას ისმენდეს, მაშინ ჰსცრემლეოდა მათთვის. ვითარცა წინასწარმეტყველნიცა იქმოდეს, ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ აწ - რამეთუ ჟამი ტირილისა და გოდებისა არს. ვიგლოვდეთ ისაიასთანა და ვსთქვათ: "ვაი მათდა, რომელნი შეაერთებენ სხვისა სახლსა და მიიახლებენ აგარაკსა აგარაკსა, რათამცა მოყვსისა მიიტაცეს რაი" და უფროსღა ქრისტე მეუფისა თანა ვსთქვათ, ვითარმედ: "ვაი თქვენდა მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემა თქვენი". არა ყოველთა მდიდართა, რომელნი მოწყალებასა ჰყოფენ, არამედ მათდა არს ვაებაი, რომელნი მეცხლის-მოყვარე იყვნენ და მტაცებელ და ანგაჰარ. რამეთუ შესაძლებელ არს კეთილად ხმარებაი სიმდიდრისა, რაჟამს გლახაკთა ზედა წარვაგებდეთ. ხოლო ანგარება არს წარმწყმედელ და ბოროტ. ვიგლოვდეთ ანგართათვის, ვითარცა წინასწარმეტყველმან ჰსთქვა, ვითარმედ: "ნუ იგლოვთ მკვდართათვის, არამედ მტაცებელთათვის ანგაარისა, ვეცხლის-მოყვარისა და უძღებისა". ანუ რად ვიგლოვთ მკვდართათვის, რომელთა არღარა ეგების მოქცევაი, არამედ ვიგლოვდეთ ამათ ვნებათა მიერ ძლეულთათვის და მოშურნისა, რათა მოიქცეს სინანულად. შურისა წილ მოვიგოთ სიყვარული და სიხარული მოყვსისა კეთილსა ზედა, რათა ესრეთ ყოველნივე ღირსმცა ქმნულ ვართ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი