
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ჭორაობა
ერთ-ერთი ცუდი და მავნებელი ჩვეულება, ანუ ცოდვა, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენში, ეს არის ჭორის
ერთ-ერთი ცუდი და მავნებელი ჩვეულება, ანუ ცოდვა, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენში, ეს არის ჭორის და ენის მიტან-მოტანა, დაბეზღება, რომელსაც ადამიანი თავისი ბოროტი ენით აღასრულებს. ეს ცოდვა ერთნაირადაა გავრცელებული, როგორც მდაბიოთა, ისე მაღალ წრეში, განსაკუთრებით კი ქალთა შორის. ზოგიერთი ქალი მთელ დღეს იმაში ატარებს, რომ ჭორი გაავრცელოს და ენა მიიტან-მოიტანოს; ასე რომ, ეს საქმე მისთვის დღიურ საზრდოდ ქცეულა.
|