ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: დუმილი, მრავლისმეტყველება
468. ხშირად, როდესაც ზოგადად ვლაპარაკობ, მრავალსიტყვაობაში ვვარდები, რომლისგანაც, როგორც ითქვა, ცოდვას ვერავინ გაექცევა (იგავ. 10, 19). ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?
შევეცადოთ შემდეგნაირად გამოვსწორდეთ: თუ გვძლია აზრმა და ერთხელ ავლაპარაკდით, მაშინ მეორედ თავის შეკავება უფრო მეტი ძალისხმევით ვცადოთ. თუ მეორეჯერაც დავმარცხდით, მაშინ მზად ვიყოთ, რომ მესამედ შევიკავოთ თავი, და ასე თანმიმდევრულად ყოველი საუბრის დროს. მათმა რიცხვმა, დაე, ათსაც მიაღწიოს, და მაშინ, რომელმაც ათი შემთხვევიდან ერთში თავი შეიკავა, ის იმაზე კარგად მოიქცა, ვინც ათივე საუბარში გაერთო.