ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მოძღვარი
როცა მოძღვარი თავის თავზე იღებს თუნდაც ერთ სულს, უმძიმესი ჯაჭვი ეხვევა ქედზე. და მრავალი წმინდა ლოცვა ესაჭიროება, სიმძიმე რომ შეუმსუბუქდეს. საჭიროებს დიდსა და წრფელ სიყვარულს და არა ურჩობასა და ცილობას. უნდა, მის მორჩილთა ბაგეები მოწიწებასა და მადლს გამოსცემდეს და არა ნაღველს, სიმწარეს კამათსა და შფოთს.
რადგან ყოველი უხეში სიტყვა, რომელსაც თქვენ მას განსაცდელის ჟამს ეტყვით, შხამით ავსებს მის სულს, ვინაიდან სწორედ გველი დემონისაგან მომდინარეობს და სული ჭკნება, დასეტყვილი ყვავილივით. საკუთარი თავისთვის ლოცვაც კი აღარ ძალუძს მას მანამ, სანამ ტკივილი არ გაივლის.
ხოლო თუკი მორჩილნი ყველაფერში დამჯერნი არიან, მაშინ მოძღვარიც გამართული მიდის, წარემატება, მხურვალედ ლოცულობს, მოჭარბებულად განათლდება, გონივრულად ლაპარაკობს, კეთილად ურჩევს, მადლი ემატება, და დაუშრეტელ წყაროდ იქცევა, რომელიც ყველას უხვად უნაწილებს უფლისაგან ბოძებულ ღმრთაებრივ მადლს