ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: აბორტი
ადამიანებს სხვადასხვა ხასიათი, გემოვნება და მოთხოვნილება აქვთ: ის, რაც ერთისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მეორესთვის - ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით. მაგრამ არის რაღაცა, რაც მატერიის საზღვრებს სცილდება, რაც ყველა ადამიანს ესოდენ სურს, თუნდაც ამას აშკარად არ ამხელდეს და ეს მისი გულის საიდუმლო იყოს. ის, რაც ყოველ კაცს ასე სჭირდება - სიყვარულია. სიყვარულია სწორედ ის გრძნობა, იდუმალი და საოცარი, რომლის კალთაშიც სულის გათბობა ყოველ ჩვენთაგანს, მკვლელიც რომ იყოს, ასე სწყურია. ადამიანის ღვთისადმი სიყვარული - მისი უმაღლესი ფორმაა. ყველაზე სრულყოფილად და უშუალოდ ეს გრძნობა ბერმონაზვნობაში ვლინდება, სადაც ღვთისადმი სიყვარული მთელი მიწიერი ცხოვრების ქვაკუთხედია. ამ სიყვარულმა არ იცის არც გაყალბება, არც ღალატი, თუმცა ბევრს ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდაც უხვად იძლევა.
ღვთისადმი სიყვარულის დაკარგვამ უბედური გახადა მთელი კაცობრიობა, ხოლო ცივილიზაციის ყველა მიღწევა სულების „სასაფლაოზე“ დამდგარ ობელისკად აქცია. ბედნიერი ადამიანი ცოტაა დღეს. მუდმივი შინაგანი დაუკმაყოფილებლობა, მიტოვებულობისა და განდგომილების განცდა თანდათანობით ღვარძლში გადაიზრდება და ნგრევისა და განადგურების ჟინში ტრანსფორმირდება. გარეგნულად ეს ყველაფერი სხვადასხვა ფორმით ვლინდება: ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმში, ოჯახურ სადიზმში, ნაციონალიზმში, საკუთარ წრეში ტირანიის გამოვლინებასა და სისასტიკის უაზრო აქტებში, გესლიან დაცინვებში, თითქოსდა ადამიანი ჯავრს იყრის სხვებზე და თავისთავზე. გარდა ამისა, ადამიანის სულიერი სიცარიელე და გარშემომყოფთა ემოციური სიცივე მუდმივ დაძაბულობას ქმნის. კაცი სულ რაღაც მორალური დარტყმების მოლოდინშია მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანების მხრიდან. საკუთარი დაუცველობისა და უძლურების შეგრძნება მთელ რიგ ფსიქიკურ დაავადებათა კომპლექსს წარმოშობს, ადამიანს თითქოს სურს რეალობას გაექცეს და სნეულებას შეაფაროს თავი. პიროვნებისა და მთელი საზოგადოების სულიერი სიცარიელე ადამიანს ან პრიმიტიულ არსებად აქცევს, რომელსაც არანაირი ზნეობრივი საფუძველი არ გააჩნია და არსებითად ძალიან უბედურია, ან მოძალადედ ხდის მას, ან ისეთ კაცს ამსგავსებს, რომელიც ამ ქვეყნად მყოფი ისე გრძნობს თავს, თითქოს ნადირით სავსე ტყეში ცხოვრობდეს შეშინებული და სულ მოსალოდნელი უბედუურებების მოლოდინში იყოს. ჩვენი საზოგადოება მძიმედ დასნეულებული და ძალზედ უბედურია. ჩვენ ვთვლით, რომ ისტერიებისა და დეპრესიების სათავე ეგოცენტრიზმი და სიყვარულის დეფიციტია.
უმაღლესი სიყვარული, სიყვარული ღვთისადმი უკვე თითქმის დაკარგულია, რომლის მოპოვებაც მხოლოდ ცოდვებსა და ვნებებთან ბრძოლით არის შესაძლებელი. მონაზვნობის გარდა, რომელიც თავისი არსით კონცენტრირებული სიყვარულია ღვთისადმი, არსებობს სხვა სახის სიყვარულიც. ეს სიყვარული ანარეკლივით ქრისტიანულ ოჯახში აისახება. სახარების პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე აგებული ოჯახი, რომელსაც მხოლოდ რწმენა აერთიანებს, ცოცხალ ოაზისსა ჰგავს მკვდარ უდაბნოში, ჩვენს უსულო პანტექნოლოგიურ ცივილიზაციაში. თუ ტაძარი უზარმაზარი ცეცხლოვანი სვეტია, მაშინ ქრისტიანული ოჯახი - ამ ცეცხლისგან დანთებული პატარა სანთელია.
ოჯახს მოციქული პავლე სახლის ეკლესიას უწოდებს. ოჯახში ხდება მოვალობის გრძნობისა და თავმდაბლობის ჩანერგვა, ხორციელდება ერთმანეთისადმი მსახურება. ქრისტიანულ ოჯახს რწმენა, ლოცვა და გულმოწყალება უნდა აერთიანებდეს. იგი პირველი სკოლაა ქრისტიანი ბავშვებისთვის. ეშმაკი ოჯახის დანგრევას, ისევე, როგორც ეკლესიისას, გარედან და შიგნიდან ცდილობს. მას სურს ან საერთოდ მოსპოს ოჯახი, როგორც ადამიანთა ურთიერთობის ფორმა, ან გარეგნული ნიშნები შეუნარჩუნოს, მაგრამ, სამაგიეროდ, გაანადგუროს ოჯახის სული - ქრისტიანული სიყვარული და სულიერი სითბო, რომლის გარეშეც ცხოვრება უაზრო ხდება და ტრაგედიად გადაიქცევა. ოჯახი ღვთისგან კურთხეული კავშირია, როგორც ერთმანეთის გვერდში დასადგომად, ისე ადამიანის მოდგმის გასამრავლებლად (შემთხვევითი როდია, რომ ოჯახის შემქმნელთ მეუღლეები ჰქვიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთის მხარდამხარ დგომით უნდა გასწიონ ცხოვრების ჭაპანი. - მთარგმნ.).
ოჯახის განადგურების ყველაზე საზარელი ფორმა - მშობელთა მიერ საკუთარი შვილების გაჟლეტვაა. ეს კი ღვთის ნების უარყოფა, ოჯახის იდეისა და არსის დამახინჯებაა დ ამრიგად, ოჯახი, სახლის ეკლესიის ნაცვლად ავაზაკთა თავშესაფრად გადაიქცევა.
უფალმა ბრძანა: „განმრავლებითა უსჯულოებისაითა განხმეს სიყვარული მრავალთაი“ (მათ. 24, 12). ორ მკვლელს არ ძალუძს ერთმანეთის არც სიყვარული, არც პატივისცემა. ამიტომ მათი ურთიერთობა გადაგვარების გზაზე დგას, რომელიც ან ოჯახურ ეგოიზმში გადაიზრდება, სადაც ერთმანეთს უკვე როგორც ადამიანს კი აღარ უყურებენ, არამედ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც მანამდე უნდათ, სანამ სჭირდებათ, ან ცარიელ სექსად და აღვირახსნილებად იქცევა, რომელსაც ვერც ბედნიერება მოაქვს კაცისთვის, ვერც სითბო, ვერც სიყვარული.
შვილთა მკვლელობა ცოლ-ქმრულ სიყვარულს ანადგურებს და ოჯახი იშლება, თითქოს ორად იხლიჩება. ეგოიზმი და ბოროტმოქმედება - შინაგანი ბრძოლაა ძალაუფლებისა და პრივილეგიებისთვის, რომელიც თვით ოჯახის შიგნით მიმდინარეობს. როგორც წესი, ბავშვის მკვლელობას თან ახლავს ერთმანეთის ზნეობრივი განადგურება. ჩვილის მკვლელობა ჯოჯოხეთის ბნელ და ბოროტ სულებს იზიდავს. ასეთ ოჯახებში შავი დემონური ენერგიების ველი იქნმება, რომელიც თრგუნავს ადამიანის სულს და თითქოს დევნის მას იმ ადგილიდან. ხშირად მეუღლეებს ყოვლად გაუგებარი ბრაზი იპყრობს ერთმანეთის მიმართ და არარსებული ბედნიერების განზე ძებნას იწყებენ.
ბიბლიაში საოცარი სიტყვებია მკვლელი კაენისადმი მიმართული: ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენდა მომართ ქვეყანით“ (დაბ. 4, 10) უდანაშაულო ბავშვების სისხლი, აბელის სისხლივით ცას შეჰღაღადებს. მკვლელები მხოლოდ საუკუნო ცხოვრებაში როდი ისჯებიან, ისინი საზღაურს ამქვეყნადაც იღებენ. გასვირილი სინდისი ყველაზე მთავარს - სულიერ სიმშივიდესა და სიხარულს ართმევს ადამიანს. მხოლოდ სინანულის გზით ძალუძს სულს მათი დაბრუნება.
მსოფლიო ლიტერატურაში ასახული ძველი გადმოცემები მოგვითხრობენ, თუ რა სინდისის ქენჯნასა და შინაგან ტანჯვას გრძნობს მკვლელი. შესაძლოა, ახლა უკვე ისე ემოციურად აღარ განიცდიან ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ადამიანის სისხლი - სისხლის წილ ითხოვს უწინდებურად. მკვლელები ამჟამადაც ასევე კლავენ საკუთარ სულებს და ასევე შინაგან სიცივესა და სიცარიელეში ცხოვრობენ. ბოროტების სტატისტიკა არა მხოლოდ ოჯახების დანგრევის სტატისტიკასთან არის მჭიდრო კავშირში, არამედ ფსიქიკურ დაავადებათა მაჩვენებლის პირდაპირპროპორციულია.