
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: პატივმოყვარეობა
34. ის ძალიან ადვილად შეერწყმის კაცთა ბუნებას და ბევრ საბრალოს მისი საშუალებით ამარცხებს; ვნახე ეშმაკი, რომელმაც თავისი მეგობარი ეშმაკი დაამწუხრა და განსდევნა: ძმები ერთმანეთს განურისხდნენ, როდესაც ჩხუბობდნენ, სტუმრები ეწვივნენ, მათ წამსვე მიატოვეს ჩხუბი, ოღონდ ღვთისათვის კი არა - პატივმოყვარეობისათვის; მრისხანებისაგან გამოვიდნენ და პატივმოყვარეობას მიეცნენ, რადგან ორივეს ერთად მონობა ამ საბრალოებს არ შეეძლოთ.