image

თემა: გულმოდგინება

768. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებთან საცხოვრებელში ხშირად მიდიოდა, ერთხელ დააგვიანა მისვლა. როდესაც აბბამ მას მხიარული სახით უთხრა: „გზა ხომ იცოდიო“, მან უპასუხა: „აბბა! თქვენ რომ ჩემთვის გელოცათ, არ დავაგვიანებდი მოსვლას . მაგრამ გთხვ, ამის შესახებ ბერს ვუთხრათ“. გაიგო რა ეს, ბერმა უპასუხა:
შენ დაგვანახე, რომ გვძინავს და არაფერი არ შეგვიძლია; მაგრამ, არც შენ აღმოჩნდი გულმოდგინე, რომ მოხვიდე და გაგვაღვიძო, ამის გაკეთება მაცხოვრის მოწაფეების მსგავსად შენც შეგეძლო: როდესაც ქარიშხალი ამოვარდა, ისინი მაცხოვართან მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღუარ მიხსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით“. ის აღდგა და იხსნა ისინი (მათე 8, 23-25, ლუკა 8, 23-24).
    769. როდესაც ეს მოისმინა, მან იგივე გაიმეორა, რაც ადრე თქვა, რაზეც ბერმა უპასუხა: „შემინდე, კამათში არაა სიმდაბლე“. ეს ნათქვამი რომ მოისმინა, ის კაცი მოლბა, სარგებელი მიიღო და წავიდა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები