image

თემა: მპარაობა

775. როდესაც ჩვენს ვენახში ყურძენს ვკრეფთ, ვიღაცეები მიდიან და ნარჩენებს წყვეტენ. შეუფერებელი ხომ არ იქნება, თუ მათ ვენახში შესვლას ავუკრძალავ? თუ მტევნების მოპარვაში დავეჭვდი, ხომ არ მოვიძიო ისინი? მიგნების შემთხვევაში, სხვებმაც რომ იგივე არ გააკეთონ, წამოვიღო მტევნები თუ არა? რამეთუ ვშფოთავ ამის გამო.
ვენახში მისვლის ნებას თუ არ დართავ, ეს შეუფერებელი არაა. ხოლო მტევნების მოპარვა თუ გაეჭვებს და დანამდვილებით არ იცი, მაშინ წინდაუხედავად ნუ მოძებნი, რომ როდესაც ვერ იპოვი, შენ თვითონ არ შერცხვე. თუ გაიგებ, რომ მავანმა წაიღო და ისე გაუშვებ, კარგად მოიქცევი. სხვა შემთხვევაში, თუ მოპარულს მიაგნებ, შეეცადე ისე გაუშვა, რომ არ აწყენინო.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები