
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მონაზონთათვის
მონასტერში ცხოვრების ორგვარი წესია: ერთი შინაგანი, მეორე - გარეგანი. მორჩილებები, რომლებიც მონასტერში დგინდება, უკლებლივ გარეგნულ ცხოვრების წესს ეხება. ვინც არ იცის, რომ მონასტერში მუსულთ ძირითადად ფიზიკურად ასაქმებენ და რომ სულის ცხოვნების პროცესი ასეთი მორჩილებების ფონზემიმდინარეობს, შესაძლოა, პირველივე ნაბიჯებიდან პირი იბრუნოს მონასტრისაგან იმის გამო, თითქოს ეს არ შეესაბამება მის მიზანს და სულისკვეთებას; ან მონასტერში დარჩენილმა მთელი მონასტრული საქმიანობაშემოიფარგლოს მხოლოდ მორჩილებებით... მაშინ ის ფუჭად იშრომებს და ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს საკუთარი სულის განწმენდის და სრულყოფილების გზაზე...
თუ გსურთ ცხოვნდეთ, განიმზადეთ თავი ისეთი ცხოვრებისათვის, როდესაც ხელები და ფეხები ერთ საქმეს აკეთებენ, ხოლო სული სხვა მიმართულებით იღვწის.
თუ გსურთ ცხოვნდეთ, განიმზადეთ თავი ისეთი ცხოვრებისათვის, როდესაც ხელები და ფეხები ერთ საქმეს აკეთებენ, ხოლო სული სხვა მიმართულებით იღვწის.