image

თემა: მონაზონთათვის

საქმიანობის ყველანაირი სახე და განრიგი კარგია, თუ ღვთის ხსოვნას უწყობს ხელს. აუცილებელი როდია წინასწარ რაიმე დაიგეგმოს. თუ ერთი საქმე ლოცვას გწყეტთ, უნდა მიატოვოთ დამეორეზე გადახვიდეთ. ვთქვათ, გადაშალეთ წიგნი და კითხვა დაიწყეთ, მაგრამ გულს ვერ უდებთ. მიატოვეთ ეს წიგნი და სხვა აიღეთ. თუ ვერც ამას კითხულობთ, კითხვა მიატოვეთ და მუხლმოყრებით ან ფიქრით დაკავდით. ისეთი ხელსაქმე უნდა გაგვაჩნდეს, რომელიც ყურადღებას არ განაბნევს... როცა ღვთის მიმართ ყურადღება ცოცხალია და შინაგანი ლოცვაც წესრიგშია, მაშინ სჯობს არაფრის კეთება არ დაივიწყოთ, ვისხდეთ, ვიაროთ, ან უკეთესია ხატების წინ ვიდგეთ და ვილოცოთ. როცა ლოცვა შესუსტებას დაიწყებს, კითხვით ან ფიქრით შევახუროთ იგი. მონასტერში კანონები ახლად ახალმოსულთათვისაა საჭირო, ონასტრულ საქმიანობასა და დავალებებს რომ მიეჩვიოთ. როდესაც ისინიც მიაღწევენ შინაგან გრძნობამდე და განსაკუთრებით კი, გულისმიერ სითბომდე, კანნები მათთვისაც იმდენად მკაცრად აღარაა საჭირო. საერთოდ, კანონების არ უნდა გვეშინოდეს. მათ თავისუფლად უნდა ვეპყრობოდეთ და ერთ რამეს უნდა ვიზრახავდეთ; ღვთისადმი კეთილგრძალული ყურადღება არ უნდა გვტოვებდეს.
    ყველა საქმე, დიდიც და მცირეც, ისე უნდა ვაკეთოთ, თითქოს ღმერთი გვიმზერდეს, თუ რა და როგორ კეთდება; თითოეული მომსვლელი, ან თითოეული შემხვედრი ღვთის გამოგზავნილად მივიღოთ. ამ დროს ჩვენივე თავს დავეკითხოთ: რა სურს უფალს, რომ შევუსრულო, ან მისთვის გავაკეთო. ყველა მოწიწებით მივიღოთ, რგორც ღვთის ხატება და მათ მიმართ სასიკეთოდ განვეწყოთ...
    საკუთარი თავისადმი შეუბრალებლობა, მსახურებისადმი მზადყოფნა, მთლიანად ღვთისადმი თავის მიბარება და მასში ლოცვით მყოფობა - სულიერი ცხოვრების ჩამომქმნელია.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები