image

თემა: სულიერი ბრძოლა

მტერს თავისი ხრიკები აქვს. მიგითითებთ მათგან უმთავრესს. როდესაც ჩასწვებით აზრებს და მათი სასიკეთო მოწოდებების ბუნებას და იმოქმედებთ ისეთი სიმტკიცით, რომ აზრების მიმზიდველობის და კეთილგამომეტყველების მიუხედავად, არ მისცემთ მათ ამოქმედების საშუალებას, მტერი ტოვებს ამ ხაფანგს და იწყებს ზემოქმედებას გარედან, გარშემომყოფ ადამიანთა მეშვეობით: პირფერული შექებით, ზურგს უკან ლაპარაკით, განკითხვით, შევიწროებით და სხვადასხვა სახის უსიამოვნებით. ეს უნდა იცოდეთ, უნდა ეცადოთ და დააკვირდეთ ყველაფერს. ამასთან გამკლავება ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ ჩვენ ძალგვიძს მტერი გავაწბილოთ. მთავარია, ყველაფერი გადავიტანოთ სიმშვიდით და სიყვარულით. შემწე უფალია. მას უნდა ვევედროთ, დაგვიმშვიდოს გული და თუ კეთილს ინებებს, გარშემოც ყველაფერი მოაწესრიგოს. ჩვენი მხრივ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, საიდან და ვისგან აღიძვრება ეს ქარშხალი და ზიზღი ადამიანების ნაცვლად მივმართოთ იმისკენ, ვინც მათ ზურგს უკან დგას, აღაგზნებს მათ და ასეთი ქმედებისაკენ უბიძგებს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები