თემა: მრუშობა
ჩვენი შემწენი გაცილებით მეტნი და ძლიერნი არიან.
ამბა მოსე მურინს (შავს) ერთხელ საცდური ეწია - იგი მრუში ფიქრებისგან ევნებოდა და რაკი მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შესწევდა, თავისი სენაკიდან გამოვიდა და თავისი საცდურის შესახებ ამბა ისიდორეს მოუთხრო. მოძღვარი ბერი არწმუნებდა, სენაკში დაბრუნებულიყო და ელოცა, მაგრამ მოსე ეურჩებოდა - არ შემიძლია, ბილწ ზრახვებს ვერ ვძლევო. მაშინ ისიდორემ მოსე სენაკის სახურავზე აიყვანა და უთხრა:
-გაიხედე დასავლეთისკენ!
მოსემ გაიხედა და დემონების უდიდესი სიმრავლე დაინახა: ისინი შფოთავდნენ და ხმაურით იწვევდნენ საბრძოლველად. შემდეგ ამბა ისიდორემ უთხრა:
-ახლა აღმოსავლეთისკენ გაიხედე!
მოსემ გაიხედა და დაინახა წმიდა ანგელოზთა აღურაცხელი სიმრავლე, რომლებიც დიდებით იყვნენ მოსილნი. ისიდორემ აუხსნა მას:
-აი, ისინი, ვისაც ღმერთი წმიდათა შესაწევნელად აგზავნის! დასავლეთით მყოფი დემონები კი გამუდმებით გვებრძვიან. ხომ ხედავ, რომ ჩვენი შემწენი გაცილებით მეტნი და ძლიერნი არიან?
მაშინ ამბა მოსემ ღმერთს მადლობა შესწირა და თავის სენაკში გამხნევებული დაბრუნდა