ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ერში ცხოვრების წესი, ყურადღება
სოფელში სულიერად ცხოვრების წესი.
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამედ გაფანტული ცხოვრების პირობებშიც, რომელშიც მისდა უნებურად, სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიძლება აღმოჩნდეს. დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.
ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გულისსიტყვასა და ოცნებას, ანუ გაფანტულობას იწვევს. მას, ვისაც საკუთარი სულისათვის თვალყურის დევნება სურს, წმ. მამები პირველ ყოვლისა ჭამისას ზომიერ, მუდმივ თავშეკავებას ურჩევენ.
გაღვიძებისას - მკვდრეთით აღდგომის სახედ, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის - აზრი ღმერთისკენ მიმართე, მსხვერპლად შესწირე მას გონების ახლად გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერ არ შეხებია. ჩუმად, ძალიან ფრთხილად გააკეთე ყველაფერი, რაც ახლად გამოღვიძებულ სხეულს სჭირდება, მერე კი შენი პირადი ლოცვის კანონი შეასრულე, ოღონდ იმდენად ლოცვის რაოდენობაზე ნუ იფიქრებ, რამდენადაც მის ხარისხზე: ეცადე, ყურადღებით ილოცო, ყურადღების შედეგად კი გული ლმობიერებითა და ნუგეშინისცემით გაცოცხლდება. ლოცვის კანონის შემდეგ ახალი აღთქმა იკითხე, განსაკუთრებით კი სახარება - ისევ და ისევ ყურადღების თანხლებით. კითხვისას ეცადე კარგად შენიშნო ქრისტეს ყველა მცნება და დარიგება, რათა შენი საქმეების - ხილულის თუ უხილავის - მათ მიხედვით წარმართვა შეძლო. ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორც ზედმეტი ჭამა ვნებს სტომაქს და კუჭის აშლას იწვევს, ისე სულიერი საზრდელის გადამეტებული მიღება იწვევს გონების აშლილობას, ზიზღს ყოველგვარი სულიერი მოღვაწეობისადმი, დაბოლოს, მოწყინებას (არა მოწყინება თანამედროვე მნიშვნელობით, არამედ სევდა, ჭმუნვა). ახალბედებს წმ. მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისათვის, გამოიწრთობა და განმტკიცდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა. პავლე მოციქულის ეს სიტყვებიც სწორედ მათ ეხებათ, ვინც ქრისტიანულ სრულყოფილებას მიაღწია: „მნებავს უკუე ლოცვაი მამათაი ყოველთა ადგილთა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (1 ტიმ. 2, 8), ანუ ლოცვა ყოველგვარი ვნებების ან გონების მიმოტაცების გარეშე. ის, რაც ზრდასრული ადამიანისთვის ჩვეულებრივი რამ არის, ყმაწვილკაცისთვის ჯერაც უჩვეულოა. როდესაც ადამიანი ლოცვისა და წმ. წერილის კითხვის მეშვეობით ქრისტეს ნათლით გაბრწყინდება, მერე უკვე შეუძლია თავის ყოველდღიურ საქმეებს მიაშუროს; ოღონდ ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი, რომ ყოველ მის სიტყვასა და ქცევაში, მთელ მის არსებაში მეფობდეს და მოქმედებდეს ყოვლად წმინდა ნება ღმრთისა, რომელიც ადამიანებს გაგვიმჟღავნეს და განგვიმარტეს სახარების მცნებებით.
თუ დღის მანძილზე თავისუფალი დრო გამოგიჩნდა, იგი ზოგიერთი გამორჩეული ლოცვის ან წმ. წერილის გამორჩეული ადგილის ყურადღებით კითხვისათვის გამოიყენე: ამით განიმტკიცებ სულიერ ძალებს, რომლებსაც ამქვეყნიური საზრუნავის შუაგულში ყოფნა ძალიან ასუსტებს. თუ ასეთი ძვირფასი წუთების გამონახვას ვერ მოახერხებ, დაგენანოს, როგორც რაღაც განძის დაკარგვას ნანობ ხოლმე. თუმცა, რაც დღეს დაკარგე, ხვალ ნუღარ გაიმეორებ; ჩვენი გული ადვილად ეძლევა დახსნილებასა და დავიწყებას, მათგან კი ჩნდება პირქუში უმეცრება - ესოდენ დამღუპველი მდგომარეობა ღმერთის საქმეში, სულის ცხონების საქმეში.
თუკი რაიმეს, ღმერთის მცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდენ - სიტყვით თუ საქმით - მაშინვე აღსარებით უწამლე ცოდვას და გულწრფელი სინანულით დაუბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვიე. დიდხანს ნუ დაყოვნდები ამ გზის მიღმა! ცოდვილ გულისსიტყვებს, ოცნებებსა და განცდებს სიმდაბლითა და სარწმუნოებით დაუპირისპირე სახარების მცნებები და წმ. პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი: "და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?" (დაბ. 39, 9). ვინც ფხიზლად დარაჯობს თავის სულს, იმან უარი უნდა თქვას თავის ოცნებებზე, რა მიმზიდველად და კეთილადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. ყოველგვარი ოცნება არის გონების მიმოტაცება - ჭეშმარიტებისგან შორს, არარსებულ და განუხორციელებელ მოჩვენებათა სამყაროში, გონებას რომ ატყუებენ და ეფერებიან.
ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა, გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება, ამათგან კი სულიერი აშლილობა ჩნდება.
საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები - ძილი ხომ ყოველი დღისათვის იგივეა, რაც სიკვდილი - გადახედე შენს საქმეებს, განვლილი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება, რადგან ყურადღების მეშვეობით ქრება დავიწყება, ესოდენ ჩვეულებრივი რამ გაფანტული ადამიანისთვის. ამგვარად, გაიხსენე ყველა ცოდვა, რაც ჩაიდინე სიტყვით, საქმით თუ გულისხმისყოფით, და შეინანე ისინი ღმერთის წინაშე - იმ პირობით, რომ ეცდები გამოსწორდე. შემდეგ პირადი ლოცვის კანონი შეასრულე და ღმერთზე ფიქრით დაამთავრე დღე, რომელიც ასევე დაიწყე.
სად მიდის მძინარე კაცის ყველა აზრი და გრძნობა? რა იდუმალი მდგომარეობაა ძილი, რომლის დროსაც ხორცი და სული ცოცხლობს და თან არ ცოცხლობს, თითქოს მკვდარია? ძილი ისეთივე გაუგებარი რამ არის, როგორიც სიკვდილი. ამ დროს სული ისვენებს, ივიწყებს უმძიმეს ამქვეყნიურ საფიქრალს და საწუხარს - თავისი საუკუნო განსვენების ხატად. ხოლო ხორცი? თუკი იგი ძილისაგან იღვიძებს, მაშ უსათუოდ აღსდგება მკვდრეთითაც. ხომ თქვა აგათონ დიდმა: "შეუძლებელია სათნოებათა მოხვეჭა, თუ საკუთარ სულს ფხიზლად არ ვუდარაჯებთ". ამინ.