
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: სინანული, აღსარება, ჩვევები, ცოდვა
ისინი, რომლებიც ამბობდნენ: "თუ შევცოდავ, მოვინანიებ და აღსარებას ვიტყვი", იქამდე მიდიან, რომ უკვე აღარ სურთ აღარც სინანული და აღარც აღსარება. და თუ ისინი ოდესმე მაინც მოისურვებენ ამას, მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან ცოდვის ხშირი გამეორება, მათ ჩვევად ექცათ, ჩვევა კი თითქოს მათი მეორე ბუნება გახდა, გული კლდესავით გაუქვავდათ, უგრძნობელნი გახდნენ და საკუთარ თავში ჩაიხშვეს ყოველგვარი იმედი სინანულისა და გამოსწორებისა. და ეს უბედურნი ასე კვდებიან – გამოუსწორებელნი და მოუნანიებელნი.