
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: სინანული, ცოდვა, გული
დიდია ზიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის მოაქვთ ცოდვილებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მომავალში მოინანიებენ, ვინაიდან ისინი უსირცხვილოდ, უშიშრად სცოდავენ და ამგვარად, სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან უწმიდურ და ჭუჭყიან ჭაობში ცოდვისა. სიბინძურეში, რომელშიც ღორებიც კი არ მოინდომებენ კოტრიალს. ზიანი, რომელსაც ისინი თავის თავს აყენებენ იმაში მდგომარეობს, რომ გულგრილნი ხდებიან თავიანთი ცხონებისადმი და ღვთის მცნებების მოძულებას იწყებენ, როგორც სოლომონმა ბრძანა: "ბოროტეულს სიძულვილი მოჰყვება, ლანძღვა-გინებას კი – სირცხვილი" (იგავ. 18, 3). როდესაც ისინი უკიდურეს მზაკვრობას აღწვენ, გონება ებინდებათ, გული უსასტიკდებათ და ისინი უკვე აღარასდროს დაუფიქრდებიან თავიანთ ცოდვებს.