ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა, სახარება, მადლი, სიმდაბლე
ფრიად სასარგებლოა წმიდა მამათა ნაშრომების კითხვა – ისინი სახარებას თავიანთი სახარებისეული ცხოვრებით განმარტავენ. ასევე სასარგებლოა გამოკვლევა საკუთარი ცოდვიანობისა, უმადურობისა და აგრეთვე ჩვენზედ გარდამოვლენილი ღვთის მრავალმოწყალებისა. ყველაფერ ამას თავისთავად მოჰყვება სიმდაბლე და ამის შემდეგ აუცილებლად – საღმრთო მადლი.