ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: მკვლელობა, აბორტი
დამტკიცებულია, რომ რომ შვილებზე მემკვიდრეობით გადადის მშობლების არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი თვისებებიც. დედ-მამის ემოციური ცხოვრება გენეტიკურ კოდში აისახება და მათ შვილებს მიდრეკილებათა სახით გადაეცემა. მშობლებმა, რომლებმაც საკუთარი შვილის მკვლელობა გადაწყვიტეს, მკვლელობისადმი მიდრეკილება უკვე შეიტანეს გენეტიკურ ფონდში. ეს მიდრეკილება იმ მომავალი ბავშვის ფსიქიკას დაამძიმებს, რომლებიც მათი ძმებისა და დებისგან განსხვავებით არ იქნებიან მოკლულნი. ზოგჯერ სულიერი თვისებები პირდაპირ კი არ გადადის, არამედ შემდეგ თაობაში ვლინდება. ამიტომ მშობლების მიერ ჩადენილი მკვლელობა დანაშაულია არა მხოლოდ მოკლული ბავშვის მიმართ, არამედ ყველა იმ შვილის წინაშეც, რომლებსაც მომავალში ისინი მაინც დაბადებენ. ასეთი მშობლები თვითონ გადასცემენ საკუთარ შვილებს სისასტიკის პოტენციალსა და მკვლელობისადმი ქვეცნობიერ მიდრეკილებას. ხშირად ისინი თავად ხდებიან ამ სისასტიკის მსხვერპლნი და შემდეგ უკვირთ, რატომ ემართებათ ამგვარი „უსამართლობა“.