image

თემა: აბორტი,  მკვლელობა

ჩვენს ირგვლივ განუწყვეტელი და დაუნდობელი ომი მძვინვარებს, სადაც არ არის ზავი და დასასრული, სადაც არ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები... არიან მხოლოდ ჯალათები და მათი მსხვერპლნი. ამ ომმა მთელი მსოფლიო მოიცვა, მაგრამ განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ცივილიზაციით, კულტურითა და პროგრესით ამაყობენ. ეს ომი არაადამიანური, მეთოდური ხოცვა-ჟლეტვაა, გენოციდია, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიას ჯერ არ უნახავს. ეს არის მშობელთა ომი მათივე შვილების წინააღმდეგ. ეს არის ომი, სადაც სისხლის ნიაღვრებია, სადაც მკვლელობას - წამება ერწყმის. ამ სასაკლაოზე ყოველწლიურად ათეულობით მილიონი მსხვერპლი იწირება. თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეული თვალთმაქცობით ჩადენილ ამ საქციელს რატომღაც თავისი ნამდვილი სახელი კი არ ჰქვია, როგორიცაა უდანაშაულოთა დაუცველთა მკვლელობა საკონცენტრაციო ბანაკებში ჯალათთა სადიზმი; დაკანონებული უფლება მკვლელობასა და დანაშაულზე, არამედ შეფარული და შენიღბულია ბუნდოვანი და უსინდისოდ თვალთმაქცური ტერნიმით - აბორტი, ანუ „გარეთ გამოყრა, სანაგვეზე გადასაყრელ, სახლისთვის უვარგის ხარახურას ეხება და არა ცოცხალ არსებას - ბავშვს.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები