image

თემა: მეორედ მოსვლა


სწავლა ჟჱ. თავი ზგ. მეორედ მოსვლისათვის და სასჯელისა.

საყვარელნო! ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდეს დიდებითა მამისათა, ურიცხვთა ზეცისა მხედრობათა თანა, ანგელოსთა, და მთავარ ანგელოსთა, ქერუვიმთა, და სერაფიმთა, და სხვათა მათ დასთათანა, ცანი განეხვნენ და დასჯდეს საყდართა დიდებისათა, და ყოველი ბუნება კაცთა წარმოსდგეს წინაშე მისსა. ვინმცა უძლო მითხრობად, ანუ გონებითაცა მიწვდომად მაშინდელსა დიდებასა და ბრწყინვალებასა მისსა? რამეთუ ჭეშმარიტად საშინელ არს ჟამი იგი და შესაძრწუნებელ!! ოდეს ყოველნი ანგელოსნი, და ყოველნი კაცნი წარდგომილ იყვენ შიშით და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა და რომელთამე ეტყოდეს: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო", და სხვათა ჰრქვას: "ეჰა მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ", და კვალად სხვათა, რისხვიდეს და წარავლენდეს ცეცხლად საუკუნოდ, და რომელსამე უწოდდეს მონად ბოროტად, უკეთურად და მედგრად. სხვათა ნაწილსა ორგან განჰკვეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს. სხვათა კვალად უბრძანებდეს შეკრვად ხელით და ფეხით, და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდეს ჟამისა მისგან? "მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე" და ფრიად უბრწყინალეს მზისა! არამედ არა რაი არს ამას სოფელსა უბრწყინვალეს მზისა. ამისთვის მას მოვიღებთ სახედ მაშინდელისა მის მართალთა ბრწყინვალებისა, რამეთუ მთასა ზედა მთაბორსა, რომელ სთქვა მახარობელმან, ვითარმედ: "განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე". ამისთვის ესრეთ სთქვა, რამეთუ არა რაი იპოვა სოფლის საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალეს მზისა, რათამცა მას მიამსგავსა სახე იგი. უკეთუ არა ესე ცხად არს, თუ რაზომ უმეტეს იყო ბრწყინვალება იგი ნათელსა მზისასა, რამეთუ აჰა ესერა მცხინვარებისა მისგან მზისა არავინ დავარდების პირსა ზედა. რამეთუ მაშინ ესოდენ გარდაემატა ბრწყინვალებაი იგი ნათელსა მზისასა, რომელ ყოვლადვე ვერ იტვირთეს მოწაფეთა, არამედ დაცვივნეს პირსა ზედა. ჭეშმარიტად უკვე გამობრწყინდენ მართალნი დღესა მას მეორედ მოსვლისასა უმეტეს მზისა! ხოლო ვაი ცოდვილთა, რამეთუ დიდი სიბნელე, და შიში, და ძრწოლა შეედვას მათ, რაჟამს საქმენიმათნი ბოროტნი ემხილებოდენ! მაშინ რად სახმარ არს მამხილებელთა და მოწამეთა წარმოდგინებაი? რამეთუ ყოველივე უწყის უცთომელად მსაჯულმან მან საშინელმან.ყოველივე შიშველ და ქედდადრეკილ იყოს წინაშე მისსა. არა არს მუნ: მდიდარი და გლახაკი და უძლური, არამედ ესე წესნი და სახენი დაიხსნებიან, და გამოძიება საქმეთა თვალ-უხვავი იხილვების და მოქმედნი უსჯულოებისანი სირცხვილეულნი გამოსჩნდებიან!ამისთვის, საყვარელნო, გევედრები აღვიძარცვნეთ სამოსელნი ესე ხენეშნი, და ცოდვითა შებღალულნი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა, რათა დიდება უფლისა გამობრწყინდეს ჩვენ ზედა. ხელ ვჰყოთ (შევუდგეთ) მცნებათა უფლისათა აღსრულებად, რამეთუ არა რაი შეუძლებელი უბრძანებიეს, არამედ ყოველივე მცნება მისი ადვილ და შესაძლებელ არიან. ისმინე რას იტყვის: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა". არცა ერთი არს ამათგანი შეუძლებელ, უკეთუ ოდენ ვინებოთ. აწ უკვე გევედრები, ძმანო, მოვიწყვიდნეთ ბოროტნი ჩვეულებანი, განვსდევნოთ ანგაჰარებანი, განვხსნათ ყოველი კრულება სიცრუისა, განვხეთქოთ გულარძნილებაი ყოვლისავე ცოდვისა, განუტევნეთ პყრობილნი მიტევებითა, და ყოველი ხელით წერილი სიცრუვისა განვხეთქოთ. ვჰსცეთ მშიერსა პური და გლახაკნი უსართულონი შევიყვანნეთ სახლად ჩვენდა. ვიხილოთ თუ შიშველი, შევმოსოთ იგი, და თვისი ნათესავისა ჩვენისა (მოყვასი) არა უგულებელ-ვჰყოთ. ესე არიან ყოველნივე სარწმუნოებისა მიერ ჩვენისა ნათლის-ღებისა ძმანი ჩვენნი. მოვიგოთ სიყვარული, სახიერება, კაცთ-მოყვარება, სიწმიდე, სიმდაბლე და ლმობიერება. უცხო ვჰყვნეთ თავნი ჩვენნი ყოველისავე ცოდვისაგან, შევინანნეთ პირველ ქმნული უსჯულოებანი, მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ ბოროტსა. ესრეთ თუ ვჰყოთ, ღირს ვიქმნნეთ ჭეშმარიტისა მის ვაჭრობისა მოვაჭრებად, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: "ნამდვილვე არს სარეწავი დიდ ღვთის მსახურება უნაკლულოებით, რამეთუ არა რაი შემოვიღეთ სოფლად, ჰსჩანს, რამეთუ არცა განღებად რაი ხელგვეწიფების, გარნა საქმენი ჩვენნი, გინათუ კეთილნი, გინათუ ბოროტნი". აწ უკვე, საყვარელნო, კეთილნი საქმენი მოვიგნეთ, რათა კადნიერებით ღირს ვიქმნეთ ხილვად დიდად შვენიერებასა მას უფლისასა, მორავიდეს მიუთხრობელითა მით დიდებითა თვისითა განკითხვად ყოველთა კაცთა. და დავსდგეთ მარჯვენით მისსა და გვესმას ხმა იგი კურთხევისა. და მივემთხვივნეთ მკვიდრობასა სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები