image

თემა: მტერობა

ოდეს გენებოს, ჰოი კაცო, ბრძოლად ძმისა შენისა და მტერობად მისა, უწყოდე, და გულისხმაჰყავ, ვითარმედ ასოთაგანისა ქრისტესთა გნებავს ბრძოლაი. იხილე ვითარ იტყვის სახარებასა, ვითარმედ: არა არს ნებაი მამისა ჩემისაი ზეცათაისაი წარწყმედასა ზედა ერთისაცა მცირედისასა, და ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაისა; ღმერთი მათთვის დამდაბლდა და მსგავს კაცდა იქმნა, ვითარცა მონაი, და ჯვარს-ეცუა. და შენ, ჰოი კაცო, კადნიერებითა და ამპარტავანებითა არად შეგირაცხიეს გლახაკნი და იკადრებ მოძულებად და ვნებად მათდა და მტერობად. და არათუ მათ მოიძულებ და ემტერები, არამედ ქრისტესა, რომელმან იგი ასოდ თვისა აღიარნა, ვითარცა იტყვის, ვითარმედ "მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი"
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები