ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: სიცოცხლე
როდესაც ადამიანის ყოფა ღვთით არაა აღვსებული, არც სიცოცხლითაა სავსე; იგი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს მსგავსია.
ყოველი არსება სიცარიელე და ვაკუუმია, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე. ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებული. ადამიანები იმდენად არიან ცოცხალნი, რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს, რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე.
ამიტომ ილუზიაა ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად ჩათვალო. არიან ცოცხალნი და უსიცოცხლონი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მკვიდრობს მათში უფალი, სიცოცხლე, რომელსაც ისინი საკუთარ თავში ატარებენ.
შიშით გეუბნები: არსებობენ უსიცოცხლო ადამიანები, ისინი თითქოს არ არსებობენ. მაგრამ ისინი ცოცხალთაგან ისევე განსხვავდებიან, როგორც სიზმრისეული საგნები ცხადისაგან. თუმცა გამოუცდელთ ისინი ასეთივე ცოცხლები ჰგონიათ!
ისინი ხომ არსებობენ! განა არა? - იკითხავ შენ. დიახ, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგაც ხომ კვამლი კიდევ დიდხანს ასდის ნაცარს?