image

თემა: მადლი

თუკი ღმერთი გწამს და ფიქრობ, რომ გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი ერთადერთია, რომელიც ადამიანს ღვთისაგან ეძლევა, მაშინ იცოდე, რომ არასწორად ფიქრობ მასზე.
    ნებისმიერი გრძნობიერი და ბუნებრივი სიამოვნებანი მწუხარებით მთავრდება. ღმერთი კი მონადირე როდია, რომელიც ტკბილი სატყუარით მიიზიდავს მხეცს ხაფანგში.
    გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი ღვთის მეორე ხელიდან ბოძებული საჩუქარია. ღვთის საჩუქარი პირველი ხელიდან სულიერი ნიჭებია.
    გრძნობიერ და ბუნებრივ მადლს ღმერთი ადამიანებს აძლევს ერთადერთი მიზნით - ამით შეახსენოს მათ უმაღლესი, უტკბილესი და მარადიული მადლის შესახებ; ისინი მომავალი მადლის წინაწარმოსახვაა. უგუნურია ის, ვისაც ეს არ ესმის, და ისიც, ვინც ამას ვერ გაითავისებს.
    გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი, ისევე, როგორც მთელი თვალუწვდენელი სამყარო, მხოლოდ მეფის მოწოდებაა ნადიმზე. დიდება მას, ვინც ამ ნადიმზე მიწვევას არ მიიღებს.
    ორმაგად უბედურია ის, ვინც დაკმაყოფილდება მიწვევით და ამაოებასა და პატივმოყვარე უგუნურებაში ზეციურ მეუფეს დაივიწყებს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები