ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ღვთის შემეცნება, სიყვარული
69. ნუ შეიწყნარებ მას, ვინც რომელიმე ადამიანის მიმართ, როგორიც არ უნდა იყოს ის, რაიმე სახის ეჭვის საცდურს აღგიძრავს, რამეთუ ვინც ნებსით თუ უნებლიედ მომხდარი ამბიდან გამომდინარე, რომელიმე ადამიანის მიმართ ცუდად განგაწყობს, ის "ვერ ცნობს გზასა მშვიდობისასა" (რომ. 3, 17), რომელსაც სიყარულის მეშვეობით ღვთის შემეცნებამდე მიჰყავს ამ გზის მოყვარულნი.