ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: ღვთის ძიება
როცა ადამიანი გაძღება მადლით და გულისხმიერია და არასდროს არ სულმოკლეობს, არ ენდობა საკუთარ თავს და იშიშვის სიცოცხლის ბოლომდე, მაშინ იგი ხედავს, მაცთურის მოახლოებისას, რომ რაღაც არანორმალურობაა, რაღაც იმგვარად არ ხდება. და მაშინ ჭკუა, გული, გონება - სულის მთელი ძალა ეძებს მაცხოვარს. ეძებს მას, ვინც ყველაფერი არარსებობიდან არსებობისათვის გამოიხმო და ყველაფერს ყოფს. მას შეუძლია წყალთა გაყოფა წყალთაგან. და როცა მხურვალედ, ცხარე ცრემლები თ უხმობენ მას, აშკარავდება სიცრუე, და შენ შეიტყობ ხიბლისაგან თავის დაღწევის საშუალებას. და როცა ამას მრავალჯერ ცდი, გამოცდილი ხდები. და უსაზღვროდ განადიდებ და მადლობ ღმერთს, რომელიც გონებას გვიხსნის, რათა შევიცნოთ მაცთურის ხაფანგები და ხრიკები და გავექცეთ მათ