ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: ამპარტავნება, სათნოებები
რას ფლობ ისეთს, ყოყოჩო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუკი მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? შეიცან, მდაბალო სულო, შენი ქველისმოქმედი და უყურე, სხვისი არ მიითვისო - ღმრთისა, როგორც საკუთარი მონაპოვარი. შეიცან, ბედკრულო, შენი არსება, შეიგნე შენი წარმომავლობა. არ დაივიწყო, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერი სხვისია! და თუკი გიბოძა ტკბილმა ქველისმოქმედმა ღმერთმა, მიაგე მას სუფთა სინდისით მისი მისთაგან, "შენნი შენთაგან".
თუკი ზეცად ახვედი და იხილე ანგელოზთა არსებანი და ისმინე ღმრთაებრივ ძალთა ჰანგები, თუკი ღმრთისმეტყველებ და მოძღვრავ, თუკი გიძლევია ეშმაკის ხრიკები, თუკი წერ, ლაპარაკობ, აკეთებ - ეს ყველაფერი ღმრთის ნიჭებია