ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მადლი, უბრალოება
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველი ტკივილი, ყოველი ღვაწლი ჩვენი ღმრთისათვის გაწეული - სავაჭო გაცვლაა. სისხლის გაღება და სულის ჩაღვრაა.
ეს მადლი იზრდება, რამდენადაც ადამიანს დატევნა ძალუძს, ჭურჭლის მსგავსად, თუ რამდენად ეტევა მასში.
ხოლო იწოდება ქმედების მადლად და განწმენდილ მადლად. ახლა "ქმედების" შემდეგ მოდის "განათლება". ეს მეორე საფეხურია, ანუ განმანათლებელი მადლი.
ანუ, როცა მოღვაწე კარგად აღიზრდება ქმედების მადლით და მრავალჯერ დაეცემა და ადგება, ამას მოსდევს ცოდნის განათლება, გონების გაცისკროვნება, რომელიც ჭეშარიტებას ჭვრეტს, საგნებს მათ არსში ხედავს, ხელოვნებისა და ადამიანურ საშუალებათა და განსჯათა გარეშე. ყოველი საგანი ბუნებრივად დგას თავის ნამდვილ ჭეშმარიტებაში. მაგრამ აქამდე მოსვლას მრავალი გამოცდა და ავადმყოფური ცვლილება უძღვის. აქ კი იგი გულისსიტყვათა დამშვიდებასა და განსაცდელთაგან შესვენებას პოვებს.
ხოლო განათლებას მოსდევს ლოცვის გაწყვეტა და ხშირი ჭვრეტა: გონების აღტაცება, გრძნობათა შეწყვეტა, ასოთა უმოძრაობა და უკიდურესი დუმილი, ღმერთისა და კაცის შეერთება.
ეს ღმრთაებრივი გაცვლაა, რომლის დროსაც, თუკი ვინმე დაითმენს განსაცდელს და მოღვაწეობისას არ შეწყვეტს თავის გზას, ნივთიერს ცვლის არანივთიერზე.
ამიტომ უკან მისდიეთ ზეციურ სიძეს, ჩემი იესოს ქურციკნო! შეიწყნარეთ გონიერი მირონი. თქვენი ცხოვრება, სული და სხეული სიწმინდისა და ქალწულების საკმეველად აქციეთ. სხვა არაფერი ვიცი ისეთი, აგრერიგად რომ მოსწონდეს უტკბეს იესოსა და მის უტკბეს დედას, როგორც სიწმინდე და ქალწულება. და თუკი ვინმეს უნდა, რომ დატკბეს მათი დიდი სიყვარულით, დე იზრუნოს განწმენდაზე, განისპეტაკოს სული და სხეული. და ამით მას მოელის ყოველგვარი ზეციური სიკეთე.
ახლა აგიხსნით, თუ რა იგულისხმება გამოთქმაში "ლოცვის გაწყვეტა", როცა ადამიანში მადლი მრავლდება.
ქმედების მადლი ვარსკვლავთა კაშკაშს ემსგავსება; განათლებისა - სავსე მთვარეს; სრულყოფის, ჭვრეტის მადლი კი - შუადღის მზეს, ცის კაბადონზე რომ მიცურავს, რადგან მამებმა სულიერი ცხოვრება სამ წესად დაჰყვეს.
მაშ ასე, როცა ადამიანში მადლი მრავლდება, და მან იცის ყველაფერი ის, რაც მოგწერეთ, როგორც უკვე ვთქვით, დიდ უბრალოებას იძენს. მისი გონება ვრცელი ხდება, იძენს რა უზარმაზარ ტევადობას. და როგორც იგემე იმ მადლის წვეთი, როცა გეწვია დიდი სიხარული და ლხინება, ისევ მოდიან ისინი, როცა გონება ლოცვაშია დანთქმული. მხოლოდ ძლიერად, როგორც სუსტი ქროლვა, როგორც სწრაფი კეთილსურნელოვანი სუნთქვა. და აღავსებს მთელ სხეულს და წყდება ლოცვა. ასოები გარინდულია. და მხოლოდ გონება ჭვრეტს თვალისმომჭრელ ნათელში. ხდება ღმერთისა და კაცის შეერთება, ისე, რომ მას თავადაც არ ძალუძს გაყოფა - როგორც რკინას. მანამ, ვიდრე მას ცეცხლში ჩადებენ, რკინაა. ხოლო როცა გავარვარდება და გაწითლდება, ერთიანი ხდება ცეცხლთან. ანდა როგორც ცვილი, რომელიც ცეცხლთან მიახლოებისას დნება, ვერ რჩება ისეთად, როგორიც ბუნებრივადაა.
მხოლოდ როცა ჭვრეტა გაივლის, ის კვლავ თავის არსებას უბრუნდება. მაშინ როცა ჭვრეტაში ყოფნისას, იგი თითქოს სხვაა და სხვისგან. მთლიანად შეერთვის ღმერთს. ფიქრობს, არა აქვს რა სხეული, არც საცხოვრებელი. მთლად ლივლივებს, სხეულის გარეშე ადის ზეცად.
ჭეშმარიტად დიდია ეს საიდუმლოება. რადგან ადამიანი ხედავს იმას, რისი მოყოლაც მის ენას არ ძალუძს.
და როცა ჩაივლის ეს ჭვრეტა, ისეთ სიმდაბლეშია, რომ ჩვილივით ტირის იმის გამო, თუ როგორ ანიჭებს ამას უფალი, მაშინ, როცა თვითონ არაფერს აკეთებს. და ისეთი თვითშემეცნება უხდება, რომ თუკი დაელაპარაკები მას, თავის თავს მიიჩნევს უუბადრუკესად, უღირსად ამ ქვეყნად არსებობისა.
და ვიდრე ასე ფიქრობს, მას უფრო მეტი ეძლევა. საკმარისია! შეჰაღადებს ღმერთს.
მადლი კი მრავლდება. იგი უფლისწული ხდება.
და თუ ჰკითხავ მას:
- ვისია, რაც გაცვია?
- უფლისა ჩემისა, - ამბობს.
- პური და საკვები, რასაც ჭამ?
- უფლისა ჩემისა.
- შენი მამული?
- უფლისა ჩემისა.
-საკუთარი რა გაქვს?
- არაფერი.
მიწა ვარ, ლაფი ვარ, მტვერი ვარ.
ამაყენებ - ავდგები.
დამაგდებ - ვეცემი.
აღმამაღლებ - მივფრინავ.
მისვრი - ვვარდები. ჩემი არსება არარაა. ამას ამბობს დაუცხრომელად. ხოლო რა არის ეს "არარა"? ეს არის ის, რაც არარა იყო მანამ, ვიდრე ღმერთი ცასა და მიწას შექმნიდა. მაშ ასე, ეს ჩვენი არსებობის დასაბამია. ჩვენი თბე და წარმომავლობა კი თიხაა. ჩვენი ძალა? ღმრთაებრივი ქროლვა, ღმრთის სუნთქვა.
ამრიგად, მიიღე ღმერთო, მიიღე ღმრთაებრივი ქროლვა, რომელიც შთაგვბერე პირში და ჩვენ სიცოცხლის სული მივიღეთ, და ისევ მიწად მივიქცევით.
მაშ ასე, რას ფლობ ისეთს, ყოყოჩო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუკი მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? შეიცან, მდაბალო სულო, შენი ქველისმოქმედი და უყურე, სხვისი არ მიითვისო - ღმრთისა, როგორც საკუთარი მონაპოვარი. შეიცან, ბედკრულო, შენი არსება, შეიგნე შენი წარმომავლობა. არ დაივიწყო, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერი სხვისია! და თუკი გიბოძა ტკბილმა ქველისმოქმედმა ღმერთმა, მიაგე მას სუფთა სინდისით მისი მისთაგან, "შენნი შენთაგან".
თუკი ზეცად ახვედი და იხილე ანგელოზთა არსებანი და ისმინე ღმრთაებრივ ძალთა ჰანგები, თუკი ღმრთისმეტყველებ და მოძღვრავ, თუკი გიძლევია ეშმაკის ხრიკები, თუკი წერ, ლაპარაკობ, აკეთებ - ეს ყველაფერი ღმრთის ნიჭებია.
მაშ ასე, უთხარი შენს უფალს: "მიიღე, ჩემო ტკბილო სუნთქვავ, იესო ჩემო, "შენნი შენთაგან!" და მაშინ ჰოი! მაშინ, ო, სულო ჩემო! რისი ხილვა გიწევს, როცა ღმრთის საუნჯენი იხსნება და გეუბნება: "მიიღე, ძეო ჩემო, ყველაფერი, რადგან სარწმუნო და კეთილი მნე გამოდექი".