ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მონაზვნობა
ჭეშმარიტი მონაზონი დღედაღამ ღმრთის ჭვრეტით უნდა იყოს დაკავებული: ჭამს თუ სძინავს, შრომობს თუ დადის. რადგან ღმერთი ყველაზე მეტად ჩვენთანაა ახლოს, ასე რომ, ჩვენ მუდმივად შეგვიძლია მასთან საუბარი. რადგან შენს მზერაში ღმერთია. შენს გონებაში - ღმერთია. სიტყვაში, სუნთქვაში, საკვებში, საითაც არ გაიხედავ - ყველგან ღმერთია. მასში ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ. იგი გვატარებს თავის წიაღში.
მაშ ასე, განუწყვეტლივ შეჰღაღადე: "ღმერთო ჩემო, მოგწონს კი ეს? ღმერთო ჩემო, არის კი ნება შენი ამაზე?" და განუწყვეტლივ, დღე და ღამე, ელაპარაკები ღმერთს მთელი უბრალოებით, როგორც შვილი - მამას. მაშინ გრძნობ მამის სიყვარულსა და ღმრთაებრივ მზრუნველობას. და გიყვარს, რადგან შენც უყვარხარ. და გეშინია, რომ რაიმე არ შეგეშალოს მისი ღმრთაებრივი ნების მიმართ. და თრთი, რომ რაიმეთი გული არ ატკინო შენს სახიერ მამას, რომელმაც ასე ძლიერ შეგიყვარა და ყოველგვარი გამორჩენის გარეშე მხოლოდ შენთვის ჯვარზე მოკვდა