ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: გონება
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთო სიკეთეებს, ისე რომ, სხეულით მავალი ადამიანი, ამავე დროს, გონების გზით შემცნობი და განმჭვრეტი იყოს იმ ყველაფრისა, რაც ზეცაშია, ღვთის გარშემოა; სწორედ ამგვარი ღვთისმოყვარე გონებაა ადამიანის სულისთვის ქველმოქმედი, მისი ცხონება.