image

თემა: ღვთის განგება

120. წინაგანგებაა ის, რაც საღვთო აუცილებლობის შესაბამისად ხდება, როგორც, მაგალითად, ყოველდღიური ამოსვლა და ჩასვლა მზისა და მიწისგან ნაყოფის აღმოცენება. ამგვარადვე, თავის მხრივ, რჯულად ის ითქმის, რაც ადამიანური აუცილებლობის შესაბამისად ხდება,ყველაფერი კი სწორედ ადამიანის გამო შეიქმნა. (ამ სიტყვების აზრი ისაა, რომ , ერთი მხრივ, წინაგანგება აღნიშნავს საღვთო აუცილებლობის შესაბამისად აღსრულებულ მოვლენებს, რაც შეიძლება არ უკავშირდებოდეს უშუალოდ ადამიანს, ასეთია, მაგალითად მზის ამოსვლა-ჩასვლა, ხოლო მეორე მხრივ, რჯულად საკუთრივ ადამიანური აუცილებლობის შესაბამისი ანუ ადამიანთან უშუალოდ დაკავშირებული მოვლენები ითქმის, თუმცა, როგორც შემდეგ დასძენს წმინდანი, პირველ შემთხვევაშიც, როდესაც ღვთის წინაგანგებითი ნამოქმედარი ადამიანთან უშუალო შეხებაში არ არის, მაინც ადამიანს გულისხმობს, ვინაიდან წინაგანგებითი სინამდვილეც, ერთი შეხედვით ადამიანთან დაუკავშირებელი, ვთქვათ, მზის ამოსვლა-ჩასვლა, არსებითად მაინც ადამიანს მიემართება, რადგან მზეც, მთვარეც და სხვა ყველაფერი ამ ხილულ სამყაროში ადამიანის გამოა ღვთისგან შექმნილი).
image
 
აქტუალური თემები