ავტორი:
წმ. ესაია განშორებული
თემა: გონება
10. თუ გათავისუფლდა გონება ყველა თავისი მტრისგან და შაბათობს (ე.ი. ისვენებს) უკვე, მაშ სხვა, ახალ საუკუნეში მყოფობს იგი, იაზრებს ახალს და უხრწნელს: "ხოლო სადაც მძორია, იქ შეიკრიბებიან არწივები" (მათე 24.48; ლუკა 17.37), (მაცხოვრის ეს სიტყვები იმ შინაარსს შეიცავს, რომ სადაც არის სწრაფვის საგანი (აქ: საუფლო დიდება და ნეტარება), იქ შეიკრიბებიან მოწადინენი (საუფლო დიდების მოსურნენი). აზრი იმის შესახებ, რომ "მძორი", როგორც უარყოფითი შინაარსის შემცველი სიტყვა, არ შეიძლება უფლის სიდიადეს და სასუფევლის აღმატებულებას მოასწავებდეს, მცდარია. გავიხსენოთ: მაცხოვარმა თავად უწოდა თავის თავს "მატლი", როდესაც მეფსალმუნის პირით თქვა: "მე მატლი ვარ და არა კაცი".