თემა: ჯოჯოხეთი

60. წერილი ამბობს: "ჯოჯოხეთი და წარწყმედა ცხადია უფლის წინაშე" (იგავ.15.11), ამას კი იგი გულისმიერი უმეცრებისა და დავიწყების შესახებ ამბობს. 61. მართლაც, ჯოჯოხეთი უმეცრებაა, რადგან ორივე მათგანი მოკლებულია სიცხადეს, წარწყმედა კი დავიწყებაა, რადგან ისინი არსებულთაგან წარწყმდნენ (იგულისხმება, რომ "წარწყმედაც", ერთი მხრივ, ჭეშმარიტად არსებული სინამდვილისგან, არსებულ სიკეთეთაგან (რადგან მხოლოდ სიკეთეა ჭეშმარიტად არსებული), არსებობისგან დაცილებას, არსებობისგან მოკლებას ნიშნავს, და "დავიწყებაც", მეორე მხრივ, ასევე ჭეშმარიტად არსებულთა, მარადცოცხალთა ხსოვნის მოსპობას ანუ წარწყმედას ნიშნავს)
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები