თემა: გონება

90. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და ეძიებს მარტოოდენ გონებისეულ (მხოლოდ გონებით და არა საქმით) თანხმობას, რადგან სწორედ ამ სახით იგი ან სინანულის შრომათა მოვალედ გახდის მისდამი დაქვემდებარებულს, ან კიდევ, თუ არ შეინანებს, იძულებით მოსაწევართა წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც განამზადებს (იგულისხმება, რომ სულიერი სჯულის ორივე პირობა, კერძოდ, ერთი მხრივ, სინანულისმიერი განსწავლა ცოდვილისა, მეორე მხრივ კი – ძალადობრივ (არანებსით) მოსაწევართა (ე.ი. ღვთივმოვლენლ შემთხვევათა) გზით სინანულისა და გონიერებისკენ ხმობა უნანელისა, მტრისგან (რომელმაც, როგორც ითქვა, იცის სულიერი სჯულის აღნიშნული მოთხვონილებანი) უკუღმართდება, რადგან იგი სინანულისმიერი შრომის მაკურნებლობასაც და იძულებითი მოსაწევარის განმსწავლელობასაც ყოველგვარ სარგებლობას უკარგავს, რადგან პირველსაც და მეორესაც მხოლოდ დამამწუხრებელ მოვალეობად, გამტანჯველ ტვირთად წარმოუჩენს მისდამი დაქვემდებარებულ ადამიანს და დრტვინვას აღუძრავს მას), რომ ამ მხრივაც მწუხარებანი განუმრავლოს და მიცვალების ჟამს ურწმუნოდ გამოაჩინოს იგი დაუთმენლობის გამო.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები