ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: გონება
90. სამი გონითი ადგილი არსებობს, რომლებშიც ცვალებადობის შედეგად შედის გონება: ბუნებითი, ბუნებაზე აღმატებული და ბუნების გარეგანი. როდესაც კი ბუნებითში შედის იგი, ჰპოვებს თავის თავს უკეთური აზრების მიზეზად და უწყის რა ვნებათა მიზეზები, აღსარებას წარმოთქვვამს ღვთის წინაშე. მეორე მხრივ, როდესაც ბუნების გარეგანში აღმოჩნდება იგი, ივიწყებს ღვთის სამართლიანობას და ებრძვის ადამიანებს როგორც თითქოსდა მის შეურაცხმყოფლებს. მაგრამ როდესაც ზებუნებრივში აიყვანება იგი, ჰპოვებს სულიწმინდის ნაყოფთ, რომლებიც თქვა მოციქულმა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა და ა.შ. (გალ. 5.22). ამასთან ისიც იცის, რომ თუკი უპირატესობას მიანიჭებს ხორციელ საწუხარს, იქ დარჩენას ვერ შეძლებს, ამ ადგილიდან განშორებული კი ვარდება ცოდვაში და ცოდვას მოდევნებულ საშინელ უბედურებებში, თუმცაღა არა მაშინვე, არამედ შესაბამის დროს, როგორც უწყის ეს ღვთის სამართლიანობამ.