თემა: მადლის მოქმედება

118. როდესაც მოისმენ წერილის სიტყვას სულიწმინდის შესახებ, რომ „დაჯდა იგი სათითაოდ ყოველ მოციქულზე“ (საქ. 2.3), ანდა, რომ დაეშვა წინასწარმეტყველზე (I მფ. 11.6; 16.13) ანდა, რომ მოქმედებს (I კორ. 12.11), რომ შეწუხებულია (ეფეს. 4.30), რომ ცხრება (I თეს. 5.19), რომ მრისხანდება (საქ. 17.16), აგრეთვე იმას, რომ ზოგს დასაბამი აქვს სულიწმინდისა (რომ.8.23), ზოგი კი სავსეა მისით (საქ. 2.4; 4.8; 6.3; 6.4), ნუ იფიქრებ, რომ სულიწმინდა რაიმეთი განიყოფება, ან იცვლება, ან გარდაიქმნება, არამედ გწამდეს იმგვარად, როგორც გვითქვამს, რომ უცვლელია იგი, გარდაუქმნელია და ყოვლად–ძლიერი, რის გამოც თავის მოქმედებებში იმადაც რჩება, რაც არის, და ამავე დროს თითოეულს ღვთისმშვენად მიჰმადლებს ჯეროვანს, რადგან იგი, მზის მსგავსად, ერთი მხრივ სრულად არის გადაღვრილი ნათელღებულებზე, მეორე მხრივ კი ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად იმისა, თუ რაოდენ მოვიძულებთ და აღმოვფხვით ჩვენგან ჩვენს დამაბნელებელ უკეთურებებს, სულიწმინდისვე მიერ ვნათლდებით, მაგრამ, ამასთან, რაოდენ შევიყვარებთ ხსენებულ უკეთურებებს, ვბნელდებით.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები