თემა: მცნებათა დაცვა

166. კარგია ძირითადი მცნების დაცვა და არა ცალკეულად ზრუნვა-წუხილი, ანთუ ცალკეულად ლოცვა, არამედ მხოლოდ ძიება სასუფევლისა და ღვთის სიტყვისა (მთ. 6.33)(იგულისხმება, რომ ყველა ის ძირითადი მცნება, რაც წმინდა წერილმა მოგვცა, უნდა დავიცვათ მთლიანობაში და არა დანაწილებითად, არა ცალკეულ შემთხვევებზე დაყოფილად), რადგან თუ თითოეული საჭიროებისთვის ვიზრუნებთ, ვალდებულნი ვიქნებით, რომ თითოეულის გამო ვილოცოთ კიდეც, ვინაიდან ვინც ლოცვის გარეშე რაიმეს აკეთებს ან რაიმეზე ზრუნავს, ვერ მიდის იგი საქმის კეთილად დაბოლოებამდე სწორედ ესაა, რაც უფალმა თქვა: "არ ძალგიძთ ჩემს გარეშე რაიმეს ქმნა" (ინ. 15.5).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები