ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გმობის გულისთქმები
ეს ბილწი და უკეთური ხშირად ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეებს, არამედ ისინი ეკუთვნის ღვთისმოძულე ეშმაკს, რომელიც ზეციდან გადმოვარდა უფლის გმობის გამო. ჩვენი რომ იყოს ეს ბილწი გულისთქმები, როგორ ვცემდით თაყვანს და მადლობით როგორ მივიღებდით ღვთის საჩუქარს? ერთდროულად კურთხევასა და წყევას როგორ შევძლებდით?!