ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გმობის გულისთქმები
მრავალი ლოცვაში დააბრკოლა, მრავალი მრავალი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისგან განაშორა, ზოგს მწუხარებისგან ხორციელად ავნო, სხვები კი მარხვისგან დააუძლურა ამ ბოროტმა და კაცთმოძულე მოძალადემ, არ გაახარა მან ბევრი - არამერტო ერისკაცებს, ეს მონაზვნებსაც დაემართათ, რის გამოც ყოველგვარი იმედი დაკარგეს; ეუბნებოდა კიდეც მათ: თქვენი გადარჩენის არანაირი იმედი არ არსებობს, არამედ ურწმუნოებსა და წარმართებზე უარესები ხართო