ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ღვთის ნება
86. თუ ადამიანი არ აღასრულებს ღვთის ნებასა და რჯულს „თავისი მუცლის“, ესე იგი – თავისი გულის შუაში, ვერც იმას შეძლებს, რომ გარეგანად იმოქმედოს იგი ადვილად, და ეტყვის ღმერთს არამღვიძარე და უგულისყურო: „არ მსურს ვიცოდე შენი გზები“, უთუოდ – საღვთო გაბრწყინების ნაკლებობის გამო (იგულისხმება, რომ ამგვარ ვინმეს არ სურს იცოდეს უფლის გზები მის პიროვნებაში საღვთო გაბრწყინების ნაკლებობის გამო), რომლის თანაზიარიც არათუ არ იქნება გულსავსებას მოკლებული, არამედ ჯეროვნად გაძლიერდება კიდეც საღვთოთა მხრივ.