თემა: სულიერი მღვიძარება

166. იესო ქრისტეში გაძლიერებულებს და კრძალულებითი მღვიძრებით სრბოლის დამწყებთ მოგვეახლება სამართლიანობის მამზევებელი იესო, რომელიც უპირველესად გამოგვიჩნდება ვით ჩირაღდანი ჩვენს გონებაში, ჩვენგან თითქოსდა გონების ხელით ზეპყრობილი და გონებისეულ ბილიკებზე გზამკვლევი ჩვენთვის; შემდეგ – ვით მთვარე სრულცისკროვანი, ჩვენი გულის სამყაროში მრგვლივ მიმომქცევი, და ბოლოს – ვით მზე, ჩვენდა ვლენილი, თავის თავს რომ გვიჩენს, ცხადია, და – განჭვრეტათა თავისსავე ყოვლადნათელ სინათლეებს. 167. ვინაიდან ამ ყოველივეს გაუცხადებს იგი, საიდუმლოდ, მცნებაში გამყარებულ გონებას, – იმ მცნებაში, რომელიც ამბობს: „წინადაიცვითეთ გულკერპობა თქვენი“ (II სჯ. 10.16), და როგორც ითქვა, საკვირველ გულისზრახვებს ასწავლის ადამიანებს გულმოდგინე მღვიძარება, ვინაიდან ღმრთეება პირუთვნელია (შდრ. რომ. 2.12). ამის გამო თქვა უფალმა: „ისმინეთ ჩემი და გულისხმაყავით, რადგან ვისაც ექნება, მიეცემა მას და გადაემატება, ხოლო ვისაც არ ექნება, რაც ჰგონია, რომ აქვს, წაერთმევა მას (ლუკ. 8.18), და ღვთის მოყვარულებს ყოველივე შეეწევათ სიკეთეში. მაშ, ბევრად მეტად სათნოებანი შეეწევა მას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები